ავთანდილ წერეთლის საქმე

„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა  ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული  500 000-ლარიანი გირაოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ბრალდებულის ადვოკატი, სააპელაციო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. წერეთელს გამოძიება  17 მილიონ დოლარამდე თანხის უკანონო ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.