ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმე

ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმე. დღევანდელ პროცესზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დაკითხეს. დაცვის მხარის განცხადებით, მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ფულის გათეთრება არ დასტურდება. პროკურორი აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოწმემ სასამართლოს არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური ინფორმაცია მიაწოდა. გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებებიც. შეგახსენებთ, საუბარია ჯგუფურად 17 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება