ავღანეთში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ავღანეთში, ერთ-ერთ სკოლასთან მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა, 150 ადამიანი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულში, სკოლასთან დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც მოსწავლეები გარეთ გამოდიოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.  ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ტერორისტული თავდასხმის განხორციელებაში რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანს“ დასდო ბრალი. „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა აფეთქებაში დაჯგუფების მონაწილეობა უარყო და თავდასხმა დაგმო.

მოამბე