ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ითამაშებს. მელბურნის კორტებზე, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა 23 წლის ავსტრიელი ჟერალდ მელცერი ოთხ სეტში 6:3, 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ჟერალდ მელცერს, რომელიც რეიტინგის 102-ე ნომერია, ზედიზედ 10 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ბელგიელ რუბენ ბემელმანსის და ფრანგ ლუკა პუიეს შორის გამარჯვებული იქნება.