AusOpen 2018 – ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა

15:29, 15.01.2018

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ითამაშებს. მელბურნის კორტებზე, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა 23 წლის ავსტრიელი ჟერალდ მელცერი ოთხ სეტში 6:3, 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ჟერალდ მელცერს, რომელიც რეიტინგის 102-ე ნომერია, ზედიზედ 10 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ბელგიელ რუბენ ბემელმანსის და ფრანგ ლუკა პუიეს შორის გამარჯვებული იქნება.

 

მსგავსი