ინდოეთის დედაქალაქი ბოლო ათწლეულების ყველაზე სისხლიანი შეტაკებების ეპიცენტრშია.
ნიუ-დელიში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული საპროტესტო გამოსვლები და არეულობა არ წყდება. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ადგილობრივთა ნაწილი სახლიდან გასვლასაც ერიდება. პროტესტის და ვნებათაღელვის მიზეზი რელიგიური უმცირესობებისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დეკემბერში მიღებული კანონია – ორი თვის შემდეგ დემონსტრაციები თავიდან განახლდა. მუსლიმები ხელისუფლებას რელიგიურ მიკერძოებულობასა და ისლამის მიმდევართა დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს.