ვითარება ავღანეთში

„თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასულ ავღანეთში შიდა პროტესტი და ვნებათაღელვა იზრდება. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი რადიკალური დაჯგუფების მიერ დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილო მოქალაქეების აქციებმა მოიცვა. ექსტრემისტული დაჯგუფება საპროტესტო გამოსვლების ჩატარებას ზღუდავს, პარალელურად, ვრცელდება ცნობები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ახალ ფაქტებზე, მათ შორის ჟურნალისტების დაკავებასა და ცემაზე.

საუბარია მედიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ქალთა მიერ ორგანიზებულ აქციას აშუქებდნენ. 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ავღანეთზე კონტროლის დამყარებიდან სამი კვირის თავზე, „თალიბანი“ დროებითი მთავრობის შემადგენლობას ასახელებს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.

 

დატოვე კომენტარი