მიანმარში საპროტესტო აქციები გრძელდება

მიანმარში უკვე მეორე დღეა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.  ქვეყნის სხვადასხვას ქალაქებში ათასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი სამხედრო გადატრიალებას და ლიდერების დაკავებას აპროტესტებენ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს 2007 წლის შემდეგ ქვეყანაში გამართული ყველზე მასშტაბური საპროტესტო  გამოსვლებია. აქციების პარალელურად, ქვეყანაში შეიზღუდა ინტერნეტის მიწოდება. მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამხედროებმა პარტია „ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი აუნგ სან სუ ჩიი და სხვა პოლიტიკოსები დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

მოამბე