შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან

საქართველოს პირველ არხს აზერბაიჯანის ელჩი ესტუმრა. შეხვედრა გენერალურ დირექტორთან და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან გაიმართა. დიპლომატი „მრავალფეროვანი საქართველოს“ სამუშაო პროცესს გაეცნო, რომლის ამოცანაა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართულობა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრირების უზრუნველყოფა. ელჩმა ახალი და მიმდინარე ამბების სამუშაო გარემოც დაათვალიერა.

მრავალფეროვანი საქართველო