შეხვედრა პარლამენტში

დამოუკიდებელი დეპუტატი და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი ტარიელ ნაკაიძე, პარლამენტში ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლების ჯგუფს შეხვდა. მხარეებმა დახურულ კარს მიღმა საქართველოში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. მსჯელობა ასევე ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხსაც  შეეხო.