ოპოზიციის მოქმედების გეგმა და მხარეთა პოზიციები

დაპირისპირების და უთანხმოების თემად იქცა ის საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე თბილისში მიმდინარეობს.

უკრაინის მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოცხადებასთან ერთად პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციებზე გამოჩნდნენ პოლიტიკური ლიდერები და გაჟღერდა პოლიტიკური მოთხოვნებიც. ხელისუფლება აქციებს მიღმა ოპონენტთა პოლიტიკურ ინტერესებს და შექმნილი დაძაბული ვითარებით სარგებლობის მცდელობას ხედავს. პოზიციები გაიყო ოპოზიციაშიც. პარტიების ნაწილი არ უარყოფს, რომ პოლიტიკოსები ხალხის გულწრფელი ემოციების და განწყობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების ცდუნებას ვერ უძლებენ.