დისკუსია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემაზე

„ღირებულებათა ჯაჭვის კვლევები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში“ – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა თბილისში. „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ – პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ-ჯგუფმა მოახდინა ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ 12 მუნიციპალიტეტში და განახორციელა შესაბამისი ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა. კვლევის შედეგად მომზადდა 11 ანგარიში. პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართა სამი სექტორის – ტურიზმის, მეცხოველეობისა და მეკარტოფილეობის ღირებულებათა ჯაჭვის პრეზენტაციაც. ცალკე პანელური დისკუსია დაეთმო შესწავლილ სექტორებში პროფესიული განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვას. სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალური სამსახურების გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონების განვითარებაში.