შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებთან

საკანონმდებლო მაცნემ ეთნიკური უმცირესობებისთვის ახალციხეში შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობა იყო.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სომხურენოვან მოსახლეობასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების ენებზე კანონმდებლობის თარგმნასა და ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს. შეხვედრისას საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ ადგილობრივების მოსაზრებები და საჭიროებები მოისმინა.