პროფესიული მომზადების პროგრამებზე სწავლა დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამებზე სწავლა დაიწყო. პროექტი 100%-ით დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროექტის – „პარტნიორობა პროფესიების განვითარებისთვის“ და ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. საგანმანათლებლო კურსები შექმნილია კოლეჯის პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციების, საქართველოს პირველი არხისა და „კიკალა სტუდიოს“ ფასილიტატორთა ჩართულობით. პროგრამაში შედის ოთხი მიმართულება: კონტენტის შემქმნელი, ხმის ოპერატორი, განათების ტექნიკოსი და სარეკლამო ფოტოგრაფი.

კონტენტის შემქმნელის“, „ხმის ოპერატორის“ და „განათების ტექნიკოსის“ პროგრამების ფარგლებში საწარმოო პრაქტიკა განხორციელდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ხოლო „სარეკლამო ფოტოგრაფიის“ საწარმოო პრაქტიკა – „კიკალა სტუდიოში“.

მოამბე