შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სტუდენტებსა და მათ ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. სტუდენტები თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის კურსებს გადიან. აღნიშნული კრიზისებსა და საომარ ვითარებაში ეროვნულ დონეზე ოპერირებისთვის მომზადების ეტაპია.

თინათინ ბერძენიშვილი მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებზე ესაუბრა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს მაუწყებელი კრიტიკულ და საომარ ვითარებებში, როგორ ხდება ინფორმაციის დაბალანსება და როგორია სანდოობის პრინციპი. დისკუსიის თემა იყო ასევე მსოფლიო მედია, გლობალური საკითხები, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, არჩევნებისა და პანდემიის გაშუქება.