ომბუდსმენის შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

სახალხო დამცველი კახეთში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ლევან იოსელიანი თავდაპირველად სოფელ კაბალში იმყოფებოდა. პირადად მოისმინა ადგილობრივების პრობლემები და საჭიროებები. სხვადასხვა საკითხებს შორის დასახელდა კულტურის სახლისა და რეკრეაციული ზონების არარსებობა. დღესვე სახალხო დამცველი კიდევ რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს შეხვდება.