ახალი გარემოებები ხდება ცნობილი საქმიდან, რომლის მსხვერპლი 10 არასრულწლოვანი გოგონა გახდა.
ირკვევა, რომ პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების დიდი ნაწილი, რომლებსაც მოზარდებს უღებდნენ, უცხოეთში უკვე გაყიდულია. პროკურორი, რომელიც გახმაურებულ საქმეს იძიებს, დანაშაულებრივი სქემის დეტალებზე საუბრობს და მთავარ ფიგურანტებად ავსტრალიის და ამერიკის მოქალაქეებს აცხადებს. გამოძიების მასალების მიხედვით, სწორედ ისინი ახდენდნენ 2017 წლიდან ფოტო-მასალების რეალიზაციას, ანგარიშზე დარიცხულ თანხას კი ბავშვების მშობლებს უნაწილებდნენ, რომლებიც გამოძიების ცნობით, უკანონო საქმიანობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. დაზარალებულებს შორის ყველაზე პატარა ხუთი წლის გოგონაა.
თბილისში მდებარე ფოტო-სტუდიებში, სადაც არასრუწლოვნებს იღებდნენ, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.