სექსუალური ხასიათის დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ

26 წლის მამაკაცი, რომლისგანაც არასრულწლოვანმა გოგონამ რამდენიმე დღის წინ ბავშვი გააჩინა, ამ დრომდე დაკავებული არ არის. ინფორმაციას ოჯახში ადასტურებენ. 15 წლის გოგონა და 26 წლის კაცი კახეთის ერთი სოფლიდან არიან. მამაკაცის ოჯახის მტკიცებით, გოგონა მათ ოჯახში საკუთარი სურვილით მივიდა. ასევე ცნობილია, რომ პოლიციამ ბიჭი გარკვეული დროით დააკავა.

გოგონას დაფეხმძიმების შემდეგ საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო და 15 წლის მოზარდი თავშესაფარში გადაიყვანეს. არასრულწლოვანი მშობიარობის შემდეგ კლინიკაში რჩება, ახალშობილი კი ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზით, თბილისში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსსკ 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.