არასაპარლამეტო ოპოზიცია, ვანისა და ხონის საერთო მაჟორიტარი კანდიდატის კოორდინატორების მოხსნას აპროტესტებენ. “თავისუფალი საქართველოს, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლების მტკიცებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გადაწყვეტილება მათი გაფრთხილების გარეშე მიიღო. არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.