ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. ნაწილი ახალი ბრძოლისთვის ემზადება. „ნაციონალურმა მოძრაობამ “აქცია დააანონსა, ცალკეული ძალები კი საერთო მიზნის მისაღწევად ერთმანეთთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. განსხვავებული შეხედულება აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. მათი განცხადებით, ოპოზიციის გეგმები დესტრუქციულია და არეულობას ემსახურება.