ხმაური პარლამენტში - საარჩევნო რეფორმის განხილვა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა გაგრძელდება. ცვლილებებს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. სხდომას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. კომიტეტის სხდომას წინ უსწრებდა პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრა. დისკუსიის საგანი ვენეციის კომისიის, ასევე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს რეკომენდაციები იყო.

როგორია მხარეების პოზიციები და რა ეტაპზეა განხილვის პროცედურა, – თეონა მანაგაძე დეტალებით.