არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატი

პარტიებმა: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქართული არჩევანი“, მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ და „თავისუფალი საქართველო“, კოალიცია „ეროვნული ფრონტი“ ჩამოაყალიბეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინეს. მათი თქმით, კოალიცია ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანდა. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, ზაზა ხატიაშვილი ღირსეული კანდიდატია და სწორედ ის შეძლებს არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებას. არასაპარლამენტო პარტიები, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ არჩევნებში საერთო მერობის კანდიდატი წარადგინონ.

მოამბე