აქციები სომხეთში

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ათობით ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მანამდე პოლიციამ დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ აქციის დასაშლელად სპეციალური ღონისძიების გამოყენებას აპირებდნენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა და სამართალდამცველებმა შეკრებილების დაკავება დაიწყეს. მოქალაქეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.