ემანუელ მაკრონის პოზიცია

„ჩვენ გვინდა, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციის, თანამშრომლობის არეალი ღია საზღვრებით“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობის პროექტები იყოს ინტეგრაციის ფაქტორები და არა გაყოფის. ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს აქვს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის კავშირის გაძლიერების ინტერესი და ამაში თავისი წვლილი შეაქვს სომხეთის მშვიდობის გზაჯვარედინის ინიციატივას. მან ასევე თქვა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და თავდაცვის სფეროში.