ნიკოლ ფაშინიანის მილოცვა ირაკლი კობახიძეს

ირაკლი კობახიძის სახელზე მისალოც განცხადებას ავრცელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრიც. „გულითადად გილოცავთ დანიშვნას ამ პოსტზე. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.

84 ხმით 10-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე მინისტრთა ახალ კაბინეტთან ერთად მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.