ნიკოლ ფაშინიანის განცხადება

„აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ხელისუფლებას არასდროს ჰქონია ამბიციები ტავუშის რეგიონის ოთხ სოფელთან დაკავშირებით. დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, სომხეთ-აზერბაიჯანის პირობითი საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით ბოლო დროს შეინიშნება ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის და საარტილერიო დანადგარების კონცენტრაცია, ასევე სომხეთის შეიარაღებული ძალების ინტენსიური გადაადგილება. აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდებებს უარყოფს სომხეთის მთავრობა.