პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. მთავრობის მეთაურს მისი სომეხი კოლეგა უმასპინძლებს. დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძეს სომხეთის პრეზიდენტიც უმასპინძლებს – ნოდარ ჩაჩუა პრემიერის ვიზიტის დეტალებით.