ნიკოლ ფაშინიანის განცხადება

„აზერბაიჯანსა და თურქეთს თუ უნდათ ჩვენი განადგურება, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სურვილის კონტროლი“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის განადგურების სურვილს მხოლოდ ლეგიტიმაცია გააკონტროლებს და შესაბამისად, სომხეთმა საერთაშორისო ურთიერთობები სწორედ ლეგიტიმაციაზე უნდა დააფუძნოს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ინტერესებშია იპოვოს გამოსავალი, რომ ქვეყნის მოსახლეობამ იცხოვროს რეგიონში გარე დახმარებისა და გარე მფარველობის გარეშე.