ქობულეთში მდებარე ერთ-ერთ შენობაში თვითნებურად შესახლებულთა აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის შენობასთან. მათ საცხოვრებლის დაკანონება მოითხოვეს, რომელიც ინვესტორს უკვე შესყიდული აქვს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს პროტესტის მონაწილეები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. აქციის დროს ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.