შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. იმსჯელეს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, რასაც მოწმობს NATO-ს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს პორტებში.