2020 წლის კორექტირებული, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები ცნობილია.
ოთხპროცენტიანი ვარდნა მიმდინარე წელს და 4%-იანი ზრდა მომავალ წელს – ასეთია დოკუმენტის მთავარი გათვლა. კორექტირებულ ბიუჯეტთან ერთად, მთავრობის მეთაურმა პოსტკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ქვეყანა შეძლებს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას.