2022 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში

2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე მსჯელობენ. განხილვის შემდეგ ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას უკან გადაეგზავნება. პროექტის პირველადი ვერსია 18 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება. გათვალისწინებულია სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება, ასევე პენსიების გაზრდა 20 და 25 ლარით. ოპოზიცია დოკუმენტს აკრიტიკებს.