2022 წლის ბიუჯეტი

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. პროექტი სესიაზე დასამტკიცებლად უკვე მომდევნო კვირაში გავა. დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების მიხედვით, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკის ექვსპროცენტიანი ზრდაა გათვალისწინებული. მთლიანობაში, ნაერთი ბიუჯეტი 21 მილიარდ 800 მილიონ ლარზე დაიგეგმა. ვალების მოცულობა კი მცირდება. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია ის შენიშვნებიც, რაც კომიტეტებზე წინა მოსმენის დროს გამოითქვა. მათ შორის, მუნიციპალიტეტების სასწრაფოს თანამშრომლების ანაზღაურება გაუტოლდება დედაქალაქის სასწრაფოს ექიმების ხელფასს. გათვალისწინებულია პენსიების ზრდაც. საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, პარლამენტმა საქართველოს მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

დატოვე კომენტარი