2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება. 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ხუთი პროცენტის ფარგლებშია დაგეგმილი. მისი მოცულობა 21 მილიარდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. დაგეგმილია დაფინანსების გაზრდა, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროებისთვის.

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, მოიმატებს მათი დაფინანსებაც. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 260 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის მონაცემებს 257 მილიონით აღემატება.