დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის სააგენტომ მუშაობის ერთ თვიანი აგარიში და 2020 წლის გეგმები წარადგინა.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტი 70 მილიონ ლარზე მეტი იქნება. არსებული გეგმის მიხედვით, ახალაშენებულ ბინებს 2500-ზე მეტი დევნილი მიიღებს, ამასთან სააგენტო 2020 წელს საცხოვრებელ სახლს 150-ზე მეტ იძულებით გაადადგილებულ პირს დაუკანონებს.
მიმდინარე წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი უსაფრთხო გარემოში ეკომიგრანტი ოჯახების განსახლება იქნება.