ბინები ეკომიგრანტებს

დევნილთა,  ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საცხოვრებელ სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, 317 განაცხადი კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მათ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.