დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის.
განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უწყების ინფორმაციით, ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, ამისთვის მათ ექვსთვიანი ვადა აქვთ. სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს, უსაფრთხო გარემოში 900-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განასახლეს.