ბინები ეკომიგრანტებისთვის

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორმა, გურიის რეგიონში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა. ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, საკუთარი სურვილის შესაბამისად ირჩევენ. სააგენტო მიმდინარე წლის ბოლომდე, უსაფრთხო გარემოში, დამატებით 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.

მოამბე