დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სახლს კიდევ 71 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის შეისყიდის. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახები საკუთარი სურვილის მიხედვით ირჩევენ სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ კი, სააგენტო მათთვის საცხოვრებელს შეისყიდის. თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს. სახელმწიფომ „სოფლად სახლი“ ჯამში უკვე 4000-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა.