ეკომიგრანტების განსახლების პროექტი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 160-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. ეკომიგრანტებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებლის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სააგენტომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 600-ზე მეტი ოჯახი განასახლა. ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა 2022 წელსაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.