ბინები სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყარო შეიძლება გახდეს.