ალიევის-პუტინის შეხვედრის მოლოდინში

აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციებში ადანაშაულებს. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე ილჰამ ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო შეთანხმება წარუდგინა, თუმცა ერევანმა ამ ნაბიჯს სამხედრო ქმედებებით უპასუხა. მისივე თქმით, ზოგიერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის არაეფექტიანობა შემაშფოთებელია. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.