ალიევისა და პუტინის შეხვედრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. კრემლის ცნობით, ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ პრობლემებს, მათ შორის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აზერბაიჯანს რუსეთის დიდი მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი და მოკავშირე უწოდა. რუსული მედიის ცნობით, პუტინი და ალიევი ასევე შეხვდებიან ბაიკალ-ამურის მაგისტრალის ვეტერან მშენებლებს და რკინიგზელებს. შეხვედრა დაკავშირებულია აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყების 50-ე წლისთავთან. მშენებლობას საბჭოთა კავშირის დროს ჰეიდარ ალიევი კურირებდა.