პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში

აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთი. საქართველოს პრემიერი ერევანში ჩავიდა.

სომხეთში ოფიციალური ვიზიტი პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრებს მოიცავდა. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ქართული მხარე მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას აანონსებს და ყველა სფეროში კავშირების გაძლიერებას ელოდება. ეს სურვილი სომხეთის პირველ პირებთან ოფიციალურად გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე. მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოება ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ელოდება, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პროცესში მედიატორობა აზერბაიჯანის შემდეგ ახლა უკვე სომხეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შესთავაზა. ვიზიტი გამორჩეული იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით. სომხეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა აქვს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საკუთრებაა.

რა გზავნილებით დატოვა ქართულმა დელეგაციამ ერევანი, – ნოდარ ჩაჩუა სომხეთის დედაქალაქიდან.