საპროტესტო აქციები სომხეთში

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს სომხეთის ქალაქ გორისის გზა. აქციას შეუერთდნენ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციამ ერთ-ერთი სტუდენტი დააკავა. შეგახსენებთ, პროტესტის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა გუშინ, 20 საათამდე მისცეს. ეს მოთხოვნა აქციაზე არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგი არიან. პროტესტი 20 აპრილიდან მიმდინარეობს.