სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავენ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, ქვეყნის მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშეც ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში აღმოვჩნდით, სომხეთში აქტიურად განიხილება ახალი შესაძლებლობები. საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სიაშია ევროკავშირში გაწევრიანების იდეაც. სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები,“ – განაცხადა არარატ მირზოიანმა.