სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სომხეთი აზერბაიჯანს ოთხ სოფელს გადასცემს.

საქართველოს საზღვართან ახლოს სომხეთის ტავუშის და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონებში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებებია. სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილზე მცხოვრებლები ელოდებიან, რომ აზერბაიჯანელ სამხედროებს სომხურ სოფლებში შეიყვანენ. ოფიციალური ერევანი კი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენა ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადადგმული ნაბიჯია. დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის

გადაწყვეტილებას და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესს დადებითად აფასებს ევროკავშირი და ნატო. პროცესს მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების განცხადების მიხედვით, საქართველო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფით დაინტერესებულია და ორ მეზობელს შორის მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესში წვლილის შეტანის ვალდებულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.