ნატო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანში

ნატო-ს გენერალური მდივანი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ერთობლივი განცხადებების დროს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიესალმება ალიანსთან აზერბაიჯანის ხანგრძლივ თანამშრომლობას და მოუთმენლად ელოდება პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. მან ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია უფრო ფართო მასშტაბებში.

სტოლტენბერგმა უკრაინის თემასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პოზიციაზეც გააკეთა აქცენტი და რეგიონის ქვეყნებს მხარდაჭერის გააქტიურებისკენ მოუწოდა. ილჰამ ალიევმა საკუთარ სიტყვაში სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა. ახლა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფარგლებში, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლოს ვართ მნიშვნელოვან მიღწევასთან. ეს იქნება სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილება კავკასიაში“, – თქვა ალიევმა. მისივე განცხადებით, კავკასიაში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დადგება.