ალექსეი ნავალნის სიკვდილი - აქცია თბილისსა და ბათუმში

„პუტინი მკვლელია“- ამ შინაარსის აქცია თბილისში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის ყოფილ საელჩოს შენობასთან გამართეს. მათ ადგილზე ალექსეი ნავალნის სურათები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს. აქცია გაიმართა ბათუმშიც. ანბანის კოშკთან შეკრებილებმა თქვეს, რომ რუსულმა რეჟიმმა ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო მოკლა.