საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში მსვლელობას მართავენ. „ევროპის მარში“ – ასე ჰქვია მსვლელობას, რომელმაც სტარტი დედაქალაქის ოთხი ლოკაციიდან აიღო. მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. სწორედ რიყის პარკია დღევანდელი შეკრების საბოლოო ლოკაცია.

სადავო კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ნაწილი დღეს „ესპო-ჯორჯიას“ ტერიტორიაზე შეიკრიბა. სწორედ ამ ადგილიდან აიღო სტარტი ე.წ-მა მშობლების მარშმა, რომლის მონაწილეებიც მარჯანიშვილის მოედანზე აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ.

გენო ოსიყმაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.